|
2017-03-31 11:55:42, 1919 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ჯეჯელავა: 100%-ით ვარ დარწმუნებული, ახალი სახელმძღვანელოები სწორედ გამომცემელთა მიერ იქნება მომზადებული
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, უწყება გამომცემლებთან აქტიურად თანამშრომლობს და სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში ისინი ჩართულები არიან. ჯეჯელავა დარწმუნებულია, რომ ახალი სახელმძღვანელოები სწორედ მათ მიერ იქნება მომზადებული. "საინტერესოა, რომ ტრადიციულად, ის ოპოზიცია მოგვიწოდებს, რომელმაც ჩამოართვა გამომცემლებს ბიზნესი. ახლა დაინტერესდნენ მათი ბედით. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გამომცემლებთან და 100%-ით ვართ დარწმუნებული, რომ ახალი სახელმძღვანელოები, რომელთა გრიფირებაც გამოცხადდა, სწორედ გამომცემლების მიერ იქნება მომზადებული. თუ რომელიმე გამომცემელს არ მოსწონს ჩვენი პირობები, რა თქმა უნდა, მათი ნებაა, რომ არ ჩაერთონ. დარწმუნებული ვართ, რომ ბევრი ჩაერთვება. ყველას მოვუწოდებთ ამისკენ. ასევე გარანტიები მნათი საავტორო უფლებების დაცვისთვის, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით 100%-ით არის დაცული",- აღნიშნა ჯეჯელავამ.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)