11:17 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 14:30:51, 2184 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ისეთ საკონსტიტუციო მოდელზე ვმუშაობთ, რომელიც ნებისმიერი სახის ავტოკრატიის ჩამოყალიბებას გამორიცხავს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეკონომიკის მინიტრ გიორგი გახარიასთან ერთად ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრის თემა იმ მოსაზრებებისა და გეგმების განხილვაა, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან არის დაკავშირებული.

შეხვედრის დასაწყისში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დღევანდელი კონსტიტუცია შეიცავს ბევრ ხარვეზს და ეს ხარვეზები ავტოკრატიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას ქმნის.

მისივე თქმით, დღეს მიმდინარეობს მუშაობა ისეთ საკონსტიტუციო მოდელზე, რომელიც საქართველოში ნებისმიერი სახის ავტოკრატიის ჩამოყალიბებას გამორიცხავს.

„გახსოვთ, როგორი იყო წინა რეფორმის კონტექსტი, რა პრობლემები შეიქმნა მაშინ და დღეს ვმუშაობთ ისეთ საკონსტიტუციო მოდელზე, რომელიც გამორიცხავს საქართველოში ნებისმიერი სახის ავტოკრატიის ჩამოყალიბებას. კონსტიტუცია უნდა ემსახურებოდეს ორ ძირითად მიზანს, ესაა პლურალიზმი, დემოკრატიის უზრუნველყოფა და სტაბილური მმართველობის სისტემის შექმნა, ამიტომ ჩვენი მიზანია, საუკეთესო ბალანსი შევქმნათ ამ ორი ძირითადი მიზნის. ჩვენს მიერ პრაქტიკულად უკვე მომზადებული დოკუმენტი ამ ორ ძირითად მიზანს ემსახურება. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ დღეს არსებული საპარლამენტო მმართველობა და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს სისტემა. ძირითადი მახასიათებლები ამ სისტემის უნდა იყოს ძლიერი პარლამენტი და ქმედითი მთავრობა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics