09:23 - 05 Jul, 2026
|
2017-03-29 18:06:52, 934 ნახვა
რეგიონი
ახალქალაქში პატრულის თანამშრომელსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა
ახალქალაქში პატრულის თანამშრომელსა და ავტომობილის მძღოლს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი ინტერნეტ-გამოცემა jnews-ის ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება პატრულის ოფიცერსა და მოქალაქეს შორის ჯარიმის გამო დაიწყო. გამოცემის ცნობით, საპატრულო ეკიპაჟმა მოქალაქეს ჯარიმა იმის გამო გამოუწერა, რომ მას ღვედი არ ეკეთა, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებდა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. შელაპარაკების დროს ქუჩაზე ხალხმა დაიწყო შეკრება, რამაც ავტომობილების მოძრაობა შეაფერხა. დაჯარიმებული მოქალაქე საპატრულო მანქანის ვიდეოთვალის ჩანაწერის ნახვას ითხოვს და მზადაა მისი დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში ჯარიმა გადაიხადოს. ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)