|
2015-04-05 12:12:41, 865 ნახვა
სამართალი
ვარკეთილში პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დასაკავებლად სპეცოპერაცია ტარდება
ვარკეთილში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველები, სავარაუდოდ, პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებენ. ისინი საცხოვრებელ კორპუსებს ამოწმებენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილი ავტონაწილების ბაზრის სავაჭრო ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რის გამოც ბაზრიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. სამძებრო სამუშაოები ჯავახეთის ქუჩაზეც ტარდება, სადაც გუშინ ტრაგიკული შეთხვევა მოხდა. სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. შეგახსენებთ, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)