|
2015-01-13 12:55:25, 1940 ნახვა
საზოგადოება
საკრებულო ელბაქიძის აღმართის რეაბილიტაციის სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავს
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ელბაქიძის აღმართის გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, საპროექტო სამუშაოები დაიწყო. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის საკრებულო დღეს გამარტივებული შესყიდვით სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავს, რათა ტერიტორიის აღდგენა სწრაფად დაიწყოს. დავით ნარმანია ვარაუდობს, რომ ელბაქიძის აღმართის გზის რეაბილიტაციას, 2-3 თვე დასჭირდება. "ჩვენ გუშინვე დავიწყეთ პირველადი სამუშაოები შესაბამის კომპანიებთან, რომლებთაც ამ ტერიტორიაზე კომუნიკაციები გააჩნიათ. ასევე, პარალელურ რეჟიმში საპროექტო სამუშაოები დაიწყო. დღეს თბილისის საკრებულო გამარტივებული შესყიდვით სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავს, რომ სწრფად დაიწყოს ამ ტერიტორიის აღდგენა. რადგან არც ისე მარტივი საინჟინრო მონაკვეთია, სამუშაოების წარმოებას 2-3 თვე დასჭირდება. ზამთრის სეზონის გათვალისწინებით, შემდეგ სრულიად მოხდება მისი აღდეგნა",-განაცხადა დავით ნარმანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)