|
2017-03-14 18:42:40, 937 ნახვა
რეგიონი
აჭარის სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე 2017 წლის 14 მარტს კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართა. სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ეტაპი განცხადებების გადარჩევას გულისხმობდა. „სულ შემოვიდა 28 განცხადება. მეორე ეტაპზე გადავიდა შემდეგი 8 კონკურსანტი: ირაკლი ანანიძე; როლანდ გათენაძე; გიორგი ვარდოსანიძე; ნინო კურტანიძე; ინდირა ნაკაიძე; ზურაბ ნაკაშიძე; ზია საგინაძე; ნანა შავაძე. განცხადების გადარჩევასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 2017 წლის 17 მარტის ჩათვლით წერილობით მიმართონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განმხილველ საპრეტენზიო კომისიას, მისამართი ქ. ბათუმი. აკ. მამია კომახიძის ქ. N119“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. კონკურსის მომდევნო ეტაპი (გასაუბრება) გაიმართება 2017 წლის 21 მარტს 11:00 სთ. ქ. ბათუმი. აკ. მამია კომახიძის ქ. N119.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)