|
2017-03-13 17:51:38, 866 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა თერაპევტ სონიკო ძნელაძეს 70 წლის იუბილე მიულოცა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა სურმანიძემ თერაპევტ და კლინიკა „მედცენტრის“ დირექტორის მოადგილეს სონიკო ძნელაძეს 70 წლის იუბილე მიულოცეს. მინისტრმა, ღვაწლმოსილ ექიმს, აჭარის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისა და დაბადებიდან 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით მადლობის სიგელი გადასცა. სამინისტროს ცნობით, სონიკო ძნელაძე სამედიცინო საქმიანობას 1973 წლიდან ეწევა. თავდაპირველად იყო ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს ექიმი-თერაპევტი. მოგვიანებით, სხვადასხვა წლებში ქ, ბათუმის ყოფილი მეორე საავადმყოფოს გასტროენტეროლოგი, პოლიკლინუკური განყოფილების გამგე და საავადმყოფოს მთავარი ექიმი. 2005 წლიდან არის კლინიკა „მედცენტრის“ დირექტორის მოადგილე ხარისხის მართვის დარგში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)