|
2017-03-13 17:20:41, 2100 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თამარ ჟვანია ე.წ. საპარლამენტო არჩევნებზე: მოვუწოდებ ყველას, გამოხატონ პროტესტი ასეთი არალეგიტიმური ქმედებების გამო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების თემას გამოეხმაურა და ცესკო-ს სახელით, აღნიშნული ფაქტი დაგმო: „ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელით ცალსახად ვგმობ ამ ფაქტს და მოვუწოდებ ყველას, რომ გამოხატონ პროტესტი ასეთი ტიპის არალეგიტიმური ქმედებების გამო“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგად 35-დან 12 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატი უკვე აირჩიეს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" დე ფაქტო ცესკო-ზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 22 ოლქში "არჩევნების" მეორე ტური გაიმართება. დარჩენილ 1 ოლქში კი დაბალი აქტივობის გამო, განმეორებითი "არჩევნები" 2 თვის შემდეგ ჩატარდება. ე.წ არჩევნებს მონიტორინგს "საერთაშორისო დამკვირვებლები" უწევდნენ, რომლებიც ძირითადად, რუსეთიდან, ბელარუსიდან, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან, სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან, ასევე მთიანი ყარბაღიდან იყვნენ. მათი თქმით, პროცესზე დარღვევები დაფიქსირდა, თუმცა ეს შედეგებზე გავლენას არ იქონიებს. სააგენტოს ცნობით, იმ ოლქებში, სადაც გამარჯვების კანდიდატის გამოვლენა ვერ მოხერხდა, "არჩევნების" მეორე ტური 2 კვირაში გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)