|
2017-03-13 16:36:58, 2451 ნახვა
სამართალი კომენტარი
ადვოკატი: ყველა კითხვას, რაც მამა გიორგის დაუსვეს, პასუხი გაეცა
დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის დაკითხვის პირველი ნაწილი დასრულდა, რომელიც 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულმა ყველა კითხვას პასუხი გასცა. მას დაკითხვის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ ციანიდის თემაზე შეკითხვები იყო. ამასთან, ადვოკატის თქმით, სოსო ოხანაშვილთან დაკვშირებით კითხვები არ დასმულა. „ყველა კითხვას, რაც დაუსვეს მამა გიორგის, გაეცა პასუხი. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს კითხვები. კითხვა, რომ ამ დანაშაულში ოხანაშვილიც იყოს ჩართული, ჯერჯერობით არ დასმულა“,- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. პროკურატურის წარმომადგენელს მედიასთან ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. ერთ საათიანი შესვენების შემდეგ დაკითხვა კვლავ განახლდება. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, შემდეგ კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)