|
2015-04-03 15:40:32, 968 ნახვა
ეკონომიკა
PSP-მ პოლიეთილენის პარკები ბიოდეგრადირებადით სრულად ჩაანაცვლა
კომპანია PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა რომელმაც პოლიეთილენის პარკები ბიოდეგრადირებადი პარკებით სრულად ჩაანაცვლა. პოლიეთილენით გარემოს დაბინძურების პრობლემა მთელ მსოფლიოსთვის აქტუალურია და მათ შორის საქართველოსთვის. პოლიეთილენის პარკის გარემოში დაშლას ასეულობით წლები სჭირდება და დიდ ზიანს აყენებს გარემოს. ბიოდეგრადირებადი პარკი კი 3-6 თვიდან იწყებს გარემოში დაშლას. „PSP, როგორც ინოვაციური კომპანია, რომელიც ქართულ საქმეს ვაკეთებთ, ვცდილობთ ვიზრუნოთ გარემოზე და პირველნი გამოვეხმაურეთ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივას. ჩვენს მთლიან ქსელში, რომელიც 200-მდე აფთიაქს მოიცავს და ყოველთვიურად 2 მლნ მომხმარებელს ემსახურება, მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკი იქნება გამოყენებული. ეს ინოვაციური მიდგომა საშუალებას მოგვცემს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ გარემოსდაცვით საქმეში“, - აცხადებენ PSP-ში. სააფთიაქო ქსელს დღეს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი სტუმრობდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)