|
2017-03-13 12:33:38, 2147 ნახვა
სამართალი კომენტარი
მიხეილ რამიშვილი: მამა გიორგიმ უკვე ყველა კითხვაზე ამომწურავად გასცა პასუხი
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მამა გიორგიმ კითხვებს ერთხელ უკვე ამომწურავად უპასუხა. „დეკანოზი და ჩვენ ვიძახით, რომ ციანიდი მამა გიორგის არ შეუძენია. ხოლო სად შეიძინა, როდის შეიძინა, ვისგან შეიძინა გამოიძიოს გამოძიებამ. რამდენი კითხვაც არ უნდა დასვან, პირდაპირ გეუბნებით საქმეს რაც შეეხება, ერთხელ მამა გიორგიმ უკვე ამომწურავად ყველა კითხვაზე გასცა პასუხი“,-განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)