|
2017-03-09 12:32:35, 2337 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
„ჩანაწერებმა დაგვანახა, როგორი არ უნდა იყოს სასულიერო პირი და რა არასახარბიელო გარემოცვაა საპატრიარქოს წიაღში“
„ამ ჩანაწერებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ როგორი არ უნდა იყოს სასულიერო პირი, თუ რა არასახარბიელო გარემოცვაა სასულიერო პირების, პატრიარქისა და საპატრიარქოს წიაღში“, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ პროკურატურის მიერ გავრცელებულ აუდიო და ვიდეო-ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც დეკანოზ გიორგი მამალაძისა და ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის საუბარია ასახული. როგორც მეუფემ აღნიშნა, მიმდინარე მოვლენებმა მას დაანახა, რომ „საჭიროა რაღაც მსგავსი რუის-ურბნისისა“. რაც შეეხება კითხვას, დარწმუნებულია თუ არა მამა გიორგი მამალაძის უდანაშაულობაში, მეუფემ პეტრემ განაცხადა: „მამა გიორგი რომ არავის მოსაწამლად არაფრით არ მიდიოდა, ამაში ვარ დარწმუნებული“. ცნობისთვის, საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)