08:55 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 22:58:15, 2745 ნახვა

სამართალი
ხიდაშელი კობახიძეზე: რომელ უნივერსიტეტში უთხრეს, რომ სტრასბურგში საქმე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა?

ვინ ასწავლა, რომელ უნივერსიტეტში უთხრეს რომ სტრასბურგში საქმე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა? - ამ კითხვას თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მისამართით სვამს, რომელმაც გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2" სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ გამოდის.

როგორც ხიდაშელი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, "გირგვლიანმა რომ მოიგო საქმე სტრასბურგში, ალბათ მაშინაც ასე ფიქრობდა რომ ქვეყნის პრესტიჟი ზარალდებოდა და საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ მსხვერპლი და მისი ადვოკატები".

"ნეტავ რასაც ვისმენ მართლა ბატონი კობახიძის აზრებია, თუ მესიჯ-ბოქსით ლაპარაკობს? ვინ ასწავლა, რომელ უნივერსიტეტში უთხრეს რომ სტრასბურგში საქმე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა? გირგვლიანმა რომ მოიგო საქმე სტრასბურგში, ალბათ მაშინაც ასე ფიქრობდა რომ ქვეყნის პრესტიჟი ზარალდებოდა და საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ მსხვერპლი და მისი ადვოკატები.

არც კი ვიცი რომელი ჯობია, მისი ინდივიდუალური აზრები იყოს (რაც ცუდი იქნება, მაინც პარლამენტის თავმჯდომარეა) თუ მესიჯ-ბოქსი (რაც კოლექტიური სახელისუფლებო პოზიცია იქნებოდა)", - წერს თინა ხიდაშელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics