|
2017-03-05 11:26:43, 2210 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას ე.წ. გადასასვლელები ჩაკეტა
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აფხაზეთის რეგიონის სოფლებში, ნაბაკევსა და ოტობაიაში, ე.წ. გადასასვლელი პუნქტები ჩაიკეტა. დღის ბოლომდე შესაძლებელია მხოლოდ შესვლა, ხვალიდან კი ორმხრივად ჩაიკეტება. ადგილობრივების განცხადებით, შესაძლოა, გაატარონ ის ადამიანები, რომლებიც ე.წ. საზღვარიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდნენ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან რეგისტრირებული. ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, ჯეროვანი შეფასება მისცეს ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და ოკუპირებული რეგიონების იზოლირების ტენდენციას. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა თაგილონისა და ლეკუხონას სოფლების ე.წ. გადასასვლელი პუნქტები დახურეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)