18:01 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-25 12:54:40, 1060 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორიამ იუნკერების ხსოვნის უკვდავსაყოფად აგებული ქვაჯვარი გვირგვინით შეამკო

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საქართველოს რეგიონებში არსებულ სამხედრო ნაწილებსა და ბრიგადებში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.

თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძართან აღმართული ქვაჯვარი გვირგვინით შეამკო და 1921 წელს დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო.

ლევან იზორია და ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია მთავარანგელოზის დასის სახელობის ტაძარშიც იმყოფებოდნენ, სადაც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა სახელზე სანთლები დაანთეს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics