|
2017-02-18 12:36:21, 2253 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ექიმი: დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის კლინიკაში რჩება
ჩაფიძის გულის ცენტრის სამედიცინო დირექტორის ზაზა ლაზარაშვილის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა გამოკვლევების ჩასატარებლად და მკურნალობის გასაგრძელებლად ის კლინიკაში რჩება. როგორც ლაზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნეოკარდიუმის მწვავე დაზიანება გამოირიცხა და მკურნალობა პროტოკოლის მიხედვით გრძელდება. „პაციენტი 16 საათია კლინიკაშია შემოსული, მისი მდგომარეობა სტაბილურია, ტარდება აუცილებელი კვლევები და კონსულტაციები. ამჟამად, ნეოკარდიუმის მწვავე დაზიანება გამოირიცხა, გრძელდება მკურნალობა და კვლევები პროტოკოლის მიხედვით. ჯერჯერობით, პაციენტი კლინიკაში რჩება, ჩატარდება ყველა აუცილებელი კვლევა, ზოგი მათგანი გრძელდება 24 საათის განმავლობაში, როდესაც ყველა მონაცემი გაანალიზდება, მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას მკურნალობის რა ფორმა დასჭირდება", - განაცხადა ზაზა ლაზარაშვილმა. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)