19:22 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 11:58:26, 2484 ნახვა

სამართალი კომენტარი
სერგი კაპანაძე: გვარამიას დაკავება დიდი სიგიჟე იქნება

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე სასამართლოში ნიკა გვარამიას დაბარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ცდილობს, „რუსთავი2“-ის საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

ამასთან, კაპანაძის თქმით, გვარამიას დაკავება დიდი სიგიჟე იქნება, თუმცა არ გამორიცხავს, ასეც მოხდეს:

 "მემგონი, ამ თემასთან დაკავშირებით ხელისუფლებას აქვს სრული ისტერიკა.  გასაგებია, ისინი ცდილობენ „რუსთავი 2“-ის საქმე ბოლომდე მიიყვანონ. ამის ნაწილია ნიკა გვარამიას დაბარებაც, მემგონი ძალიან სიგიჟე იქნება ახლა რომ ნიკა გვარამია დააკავონ, თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში ვერაფერს გამოვრიცხავთ. ბევრი უაზრო, არაადეკვატური ნაბიჯი მინახავს. იმ ჩანაწერებზე, რომელზეც საუბარია, თვითონ გვარამია ამბობს, რომ ავთენტურია, უბრალოდ იქ არის დამონტაჟებული და არ მგონია, რამე საფუძველი გააჩნდეს პროკურატურას....  ძალოვანი სტრუქტურები ერთ ადამიანს ემორჩილებიან და მისი ნების შესაბამისად მოქმედებენ",-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, საქმე ეხება საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს მამუკა ახვლედიანსა და რუსთავი2-ის გენერალურ დირექტორს ნიკს გვარამიას შორის საუბრის ჩანაწერს, რომლის ავთენტურობაც დადგენილია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics