|
2017-02-14 16:48:43, 1946 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბოკერია: ივანიშვილის ერთ-ერთმა მარიონეტმა დღეს პრაქტიკულად ნიკა გვარამიას შესაძლო დაკავება დაგვიანონსა
„ივანიშვილის ერთ-ერთმა მარიონეტმა დღეს პრაქტიკულად დაგვიანონსა „რუსთავი 2“ -ის დირექტორის შესაძლო დაკავების ფაქტი. მოვუწოდებ ივანიშვილს და ყველას ვინც აპირებს, მისი ეს დანაშაულებრივი ბრძანება შეასრულოს, არ გადადგას ეს ნაბიჯი“,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ კამპანია ივანიშვილის და მისი გარემოცვის მიერ არის ორგანიზებული. „ივანიშვილმა და მისმა მარიონეტების გუნდმა ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ქართულ დემოკრატიას, ქართულ ინსტიტუტებს და სახელმწიფოს. შემიძლია სრული რწმენით ვთქვა, რომ ნაბიჯი „რუსთავი 2“-ის საბოლოოდ ხელში ჩაგდების, ჩახშობის ან ტელეკომპანიის დირექტორის დღეს შესაძლო დაკავების თაობაზე იქნება ყველა სხვა ზიანთან შედარებით ყველაზე დიდი ზიანი ქართული დემოკრატიისთვის. ამას შეუქცევადი პროცესები მოჰყვება და ქართული საზოგადოება გააპროტესტებს ხელისუფლებას, ივანიშვილს და მის გარემოცვას ჯერ კიდევ აქვს შანსი ეს საბედისწერო ნაბიჯი, საბედისწერო პირველ რიგში მათთვის არ გადადგას. გაქვთ შანსი საკუთარი პოლიტიკური მომავალი არ ჩაიგდოთ საფრთხეში და დემოკრატიას ზიანი არ მიაყენოთ“,-განაცხადა ბოკერიამ. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციას, რომელიც კვირას არის დაანონსებული, ბოკერიამ აღნიშნა, რომ „ეს ამბავი არ ჩაივლის ისე როგორც ამის ილუზია შეიძლება ივანიშვილს ჰქონდეს“. „როდესაც ხელისუფლება გადადის ყველა წითელ ხაზს, რჩება ლეგიტიმური პროტესტის ფორმა. ქვეყნა არის საფრთხის წინაშე და ნებისმიერი ასეთი პროცესები არაპროგნოზირებად ვითარებებთან არის დაკავშირებული. ეს არაპროგნოზირებადი ვითარებები იქნება პირადად ივანიშვილის პასუხისმგებლობაზე“,-განაცხადა ბოკერიამ. შეგახსენებთ, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო კორუფციული გარიგების თაობაზე, გამოძიების ჩატარება მოითხოვა.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)