03:15 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 17:48:06, 451 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: მისასალმებელია, როცა პრეზიდენტი ახერხებს აკრიტიკოს ისე, რომ არავის უწოდოს მუმია

"ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის როგორც გამაერთიანებლის გამოსვლა და  არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერის გამოსვლა, რაც  ძალიან დიდი იშვიათობაა ამ დარბაზში",-ასე შეაფასა   ფარქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარის მოადგილე თინა ხიდაშელმა  პრეზიდენტის პარლამენტში  ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა.
"ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, როგორც გამაერთიანებლის და  არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერის გამოსვლა და ეს ძალიან დიდი იშვიათობაა აქ, ამ დარბაზში.  ძალიან მისასალმებელია,  როდესაც ახერხებს ქვეყნის პრეზიდენტი, იყოს ქვეყნის პრეზიდენტი როგორც გამაერთიანებელი და არა დამქუცმაცებელი, არა გამხლეჩი.  აკრიტიკოს, ჰქონდეს საკუთარი აზრი,  პოზიცია, მაგრამ ეს ისე გამოთქვას, რომ არავის უწოდოს მუმია და აღარ გავაგრძელებ ახლა იმ ცნობილ ტერმინოლოგიას, რომელიც თბილისში ასეთი ტრიბიუნიან ხშირად გვესმოდა ხოლმე. ეს დიდი სიახლეა და ესეც არის დასტური იმ არჩევანის და სხვაობის, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ წინასთან შედარებით გააკეთა",-განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics