|
2015-03-31 16:02:57, 493 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის გამგეობაში უსახლკაროთა პრობლემები განიხილეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, დღეს უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ხელშეწყობის კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა. როგორც "ექსპრესნიუსს" ზუგდიდის გამგეობიდან აცნობეს, კომისიის სხდომაზე მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის განყოფილებამ საკონკურსოდ შესარჩევი ესკიზები წარადგინა და კომისიის წევრებს საკონკურსოდ გასატანი პროექტები გააცნო. კომისიამ დღევანდელ შეკრებაზე შეიმუშავა დებულება და პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარების შესარჩევი სარეიტინგო ქულების დასადგენი კითხვარების ფორმა. ამ ეტაპზე კომისია ორი სხვადასხვა სახის საცხოვრებელი სახლის პროექტზე მუშაობს, რომლის მშნებლობა მიმდინარე წელს დაიწყება. კომისია შეხვედრას კვირის ბოლოს განაახლებს, სადაც კიდევ ერთხელ შეისწავლის მოწყვლადი ჯგუფებისათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)