22:28 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 08:23:05, 2763 ნახვა

მსოფლიო
ბორის ჯონსონმა ამერიკის მოქალაქეობაზე უარი თქვა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობაზე უარი თქვა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ფინანსტა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.  

მედიის ინფორმაციით, ბორის ჯონსონი 1964 წელს ნიუ-იორკში დაიბადა და ბრიტანეთის გარდა ამერიკის მოქალაქეც იყო. 2015 წელს მან ლონდონში გაყიდული სახლიდან გადასახადები ამერიკის ხაზინას გადაუხადა.  

ამერიკის სახაზინო უწყება იმ ადამიანების სიას აღრიცხავს, ვინც ამერიკის მოქალაქეობაზე ან აშშ-ში ცხოვრების უფლებაზე უარს ამბობს.

თავად ჯონსონს კომენტარი მეორე მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ ჯერ არ გაუკეთებია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics