03:15 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 15:19:16, 459 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერება აუცილებლად მიმაჩნია

„უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად მიმაჩნია სახალხო დამცველის ინტიტუტის გაძლიერება, მისი აღჭურვვა კონტროლის განხორციელებისადა  რეაგირების მეტი, ეფექტური მექანიზმებით“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  პარლამენტში,  ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. 
მისივე თქმით,  ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია, ის თუ  როგორ ვექცევით თავისუფლებააღკვეთილ მოქალაქეებს.
„ქვეყანაში  ადამიანის უფლებებთა მდგომარეობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია ის, თუ როგორ ვექცევით თავისუფლებააღკვეთილ მოქალაქეებს.  დაუშვებელია, რომ თავისუფლების შეზღუდვას  თან ახლდეს ღირსების შემლახველი, დამამცირებელი მოპყრობა, ძალადობა და წამება. უახლოესი წარსულის გამოცდილება, ‘ნულოვანი ტოლერანტობის’ იდეოლოგიის მძიმე შედეგები, პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობა. ეს წარსული არასდროს არ უნდს განმეორდეს.  ამდენად, უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად მიმაჩნია სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერება,  მისი აღჭურვა კონტროლის განხორციელებისა და რეაგირების მეტი, ეფექტური მექანიზმებით“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics