22:29 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 16:42:20, 2879 ნახვა

მსოფლიო
კრემლი Fox News-ის ჟურნალისტისგან პუტინის შეურაცხყოფისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს

ოფიციალურ კრემლში Fox News-ის ჟურნალისტისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, Fox News-ის კორესპონდენტმა ბილ ორაილიმ დონალდ ტრამპთან ინტერვიუს დროს ვლადიმერ პუტინს "მკვლელი" უწოდა.

კრემლის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის შეფასებით, აღნიშნული მიმართვა "შეურაცხმყოფელი და მიუღებელია".

ამასთან, დონალდ ტრამპი რუსი კოლეგის დაცვას შეეცადა და აღნიშნა, რომ მკვლელები შეერთებულ შტატებშიც არიან.  

„ბევრ ადამიანს ვცემ პატივს, მარგამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. პუტინი თავისი ქვეყნის ლიდერია და უკეთესი იქნება კარგად ვიყოთ რუსეთთან. კარგი იქნება ისიც, თუ დაგვეხმარება ISIS -თან ბრძოლაში. რაც შეეხება, თქვენს ნათქვამს, რომ ის მკვლელია, მკვლელები ჩვენც ბევრი გვყავს. თქვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყანა უდანაშაულო?“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გარდა ამისა, დმიტრი პესკოვმა, დონალდ ტრამპის ეს განცხადება აუკომენტაროდ დატოვა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics