08:08 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 11:03:08, 520 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში მოსახლეობას ნარჩენების კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა გააცნეს

გარემოს დაცვის სამინისტრო საინფორმაციო კამპანიას „ეს მარტივია-იზრუნე გარემოზე!“ განაგრძობს. 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნარჩენების კოდექსის ფარგლებში მიმდინარე საინფორმაციო აქცია  ამჯერად ქალაქ ბათუმში გაიმართა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის  ხელმძღვანელმა  ზვიად ჩიხლაძემ, დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებთან ერთად, ნარჩენების კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა მოსახლეობას გააცნო. 

ზვიად ჩიხლაძემ საინფორმაციო ფლაერები დაარიგა, სადაც გარდა ჯარიმების ოდენობისა მითითებულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელი ხაზი 153. მოქალაქეებს საშუალება აქვთ გარემოს დანაგვიანების ფაქტის დაფიქსირებისას ცხელ ხაზზე შეტყობინება დატოვონ, რაზეც დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების ჯგუფი დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს. 

ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ახალი რეგულაციები  ძალაში მიმდინარე წლის 15 იანვრიდან შევიდა. ჯარიმების ოდენობა   80-დან 5000 ლარამდე მერყეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics