|
2015-03-31 10:02:17, 613 ნახვა
საზოგადოება
ქედაში პროფესიული გადამზადების მიზნობრივი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტომ პროფესიული გადამზადების მიზნობრივი პროგრამისა და ახალი ვებ-გვერდის www.hrajara.gov.ge-ს პრეზენტაცია ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში გამართა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, დასაქმების სააგენტოს მიზნობრივი პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ: 20 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ან მათ მეურვეებს, 35 წლისა და ზევით ასაკის მოქალაქეებსა და ძალოვანი სტრუქტურის ვეტერანებს. სწავლებას ტენდერში გამარჯვებული სასწავლებელი უზრუნველყოფს. სამთვიანი სასწავლო პროგრამით სულ 250 ბენეფიციარი ისარგებლებს. შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები და ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლები ესწრებოდნენ. პროგრამების პრეზენტაცია მარტის თვეში დასაქმების სააგენტომ, ხულოს, შუახევის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებშიც ჩაატარა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)