|
2015-01-12 17:51:39, 3399 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: რუსეთმა ჩვენს კონსტრუქციულ ნაბიჯებს იგივე ნაბიჯებით არ უპასუხა
„მიუხედავათ ჩვენი კონსტრუქციული ნაბიჯებისა, რუსეთმა ჩვენს ამ ნაბიჯებს იგივეთი არ უპასუხა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონეთის კოლეგასთან ტაავი რიივასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა იმ დროს, როდესაც ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. „ჩვენ როდესაც მოვედით ხელისუფლებაში მხარდამჭერი ვიყავით რუსეთთან დიალოგისა და ამის შემდეგ რუსეთმა ეტაპობრივად გახსნა ბაზარი ქართული პროდუქტებისთვის. სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები გაუმჯობესდა, მაგრამ პოლიტიკური კლიმატი არ შეცვლილა ის მაინც აგრძელებს დღეს ქვეყნის ოკუპაციას. რთული სიტუაციაა შექმნილი რეგიონში, სამხრეთ ოსეთში. მიუხედავათ ჩვენი კონსტრუქციული ნაბიჯებისა, რუსეთმა ჩვენს ამ ნაბიჯებს არ უპასუხა იგივე ნაბიჯებით და ამის ნათელი მაგალითია აფხაზეთის და ოსეთის ე.წ მთავრობებს შორის გაფორმებული ე.წ ხელშეკრულებები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)