|
2015-03-30 14:24:10, 526 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის გამგებელმა სტიქიის ზონა დაათვალიერა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ მუნიციპალიტეტის სოფლებში ქარიშხლის შედეგად დაზიანებული ადგილები მოინახულა. როგორც "ექსპრესნიუსს" ზუგდიდის გამგეობიდან აცნობეს, ქარიშხალმა რამდენიმე საბავშვო ბაღის სახურავი დააზიანა, ასევე წააქცია ასწლოვანი ხეები, რომლებმაც მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტრო სადენები დააზიანეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაბალი ზონის სოფლებს, რამდენიმე საათის განმავლობაში შეზღუდვით მიეწოდებოდა ელექტრო ენერგია. სოფელ კახათსა და რუხში დევნილების კომპაქტური ჩასახლება და მუნიციპალიტეტში რვა კერძო პირის საცხოვრებელი სახლის სახურავი და ჩხორიის ადმინისტრაციული შენობის სახურავი დაზიანდა. ზუგდიდის მუნიციაპლიტეტის გამგეობაში საგანგებო სიტუაციების ჯგუფია შექმნილი, რომელიც ამ წუთებში აწარმოებს მოკვლევას და მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა. სოფელ ინგირში მიმდინარეობს ასწლოვანი ხის ნარგავის მოჭრა, რომელიც არის ამორტიზირებულ მდგომარეობაში და საფრთხეს უქმნის დასახლებულ პუნქტს. სოფელ ინგირში დაზიანებული საბავშვო ბაღი და საშიშროების კერა მაჟორიტარმა დეპიტატმა მალხაზ ჭეჟიამ დაათვალიერა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)