|
2017-01-26 13:42:37, 1836 ნახვა
სამართალი
სასამართლო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ საქმეზე მიღებულია საბოლოო გადაწყვეტილება. სასამართლო განმარტავს, რომ მიღებულია შუალედური გადაწყვეტილება - უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დაკმაყოფილების შესახებ. ამასთან, სასამართლოში აცხადებენ, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია მოითხოვოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს დროებით ღონისძიებას და მისი გამოყენება/არ გამოყენება გავლენას არ ახდენს დავის საბოლოო შედეგზე. „საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიმართ. მხარეთა შორის დავის საგანს ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის საანგარიშო-საარჩევნო სესიის ოქმის და მისგან გამომდინარე შედეგების ბათილად ცნობა წარმოადგენს. ამავე სარჩელით, მოსარჩელემ დააყენა შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ. 2017 წლის 24 იანვარს, სასამართლომ დააკმაყოფილა წარმოდგენილი შუამდგომლობა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბერს გამართული საანგარიშო-საარჩევნო სესიის მიერ არჩეულ პირებს აეკრძალათ ამავე სესიის ოქმით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება და მოქმედებების შესრულება. ასევე, შეჩერდა ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 23.12.2016 წ. საანგარიშო-საარჩევნო სესიის ოქმით განსაზღვრული წესდებაში (სარეგისტრაციო მონაცემებში) რაიმე სახის ცვლილებების შეტანა და ამავე ოქმის მოქმედება სადავო საკითხზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე და მის კანონიერ ძალაში შესვლამდე. ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ საქმეზე მიღებულია საბოლოო გადაწყვეტილება. სასამართლო განმარტავს, რომ მიღებულია შუალედური გადაწყვეტილება- უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დაკმაყოფილების შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია მოითხოვოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს დროებით ღონისძიებას და მისი გამოყენება/არ გამოყენება გავლენას არ ახდენს დავის საბოლოო შედეგზე. განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას. განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა მოპასუხეებისათვის მისი გადაცემის მომენტიდან 5 ხუთი დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)