|
2017-01-19 20:28:40, 1465 ნახვა
საზოგადოება
მანდატური, რომელმაც 15 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, დეკემბერში გაათავისუფლეს
იმერეთის რეგიონში მანდატურისა და 15 წლის მოსწავლეს შორის სქესობრივ კავშირს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურშიც ადასტურებენ. როგორც "ექსპრესნიუსს" საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში განუცხადეს, მამაკაცი, რომელმაც 15 წლის სკოლის მოსწავლესთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, დეკემბრის თვეში სამსახურიდან გაათავისუფლეს. "მომხდარ ფაქტს ვადასტურებთ. ეს ადამიანი, ჩვენი თანამშრომელი ამ ეტაპზე აღარ არის. ის დეკემბერში გაათავისუფლეს. გამოძიება უკვე მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ სოციალური სამსახური უკვე ინფორმირებულია. მანდატურის სამსახურმა არასრულწლოვანს ფსიქოლოგიური დახმარება შესთავაზა", - აცხადებენ მანდატურის სამსახურში. ამასთან, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მანდატურის სამსახურში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. ცნობისთვის, იმერეთში მანდატურმა 15 წლის მოსწავლესთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)