|
2017-01-19 13:59:09, 1350 ნახვა
საზოგადოება
ლევილის ქართულ მამულში შესაძლოა, მეგრული ოდა-სახლი დაიდგას
საფრანგეთში, ლევილის ქართულ მამულში, შესაძლოა, მეგრული ოდა-სახლი დაიდგას. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ლევილის საქართველოსთვის გადმოცემის შემდეგ, მის ტერიტორიაზე ქართული შემეცნებით-კულტურული გარემოს შექმნა იგეგმება. სახლის შერჩევაც ამ მიზნით ხდება. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ამ საკითხზე სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში მუშაობდნენ. ამ ეტაპზე მე-19 საუკუნის რამდენიმე ნაგებობაა შერჩეული. საბოლოო გადაწყვეტილებას ლევილის მამულის განვითარებისთვის უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი მიიღებს, რომელიც ლევილის სამომავლო კონცეფციაზე მუშაობს. ცნობისთვის, საფრანგეთის რესპუბლიკაში, დაბა ლევილის ტერიტორიაზე 23 სექტემბერს ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს ხელი მოეწერა, რითაც 25-წლიანი ისტორიული პროცესი დასრულდა და მამული ქართველ ხალხს დაუბრუნდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)