|
2017-01-18 17:42:04, 1120 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) ახლადდანიშნულ წარმომადგენელს იოჰანეს ფან დერ კლაუს შეხვდნენ. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ UNHCR-ის წარმომადგენელს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. სოზარ სუბარის განცხადებით, სამინისტრო ზრუნავს, რომ საკუთარ სახლებში დაბრუნებამდე იძულებით გადაადგილებულ პირებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები შეუქმნას. შეხვედრაზე „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ მიღებულ კანონზეც ისაუბრეს, რომელიც იოჰანეს ფან დერ კლაუს განცხადებით, მაქსიმალურადაა მიახლოებული საერთაშორისო სტანდარტებთან. უწყების ცნობით, დევნილთა და განსახლების მინისტრმა იოჰანეს ფან დერ კლაუს UNHCR-ის მიერ სამინისტროსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეები მომავალში მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)