|
2017-01-18 13:03:30, 1542 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 47%-მა ცესკოს მუშაობა დადებითად შეაფასა
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ოლქის საარჩევნო კომისიისა და უბნის საარჩევნო კომისიის მუშაობას დადებითად აფასებს. კერძოდ, კი გამოკითხულთა 47%-ი საარჩევნო კომისიის, ოლქის საარჩევნო კომისიისა და უბნის საარჩევნო კომისიის მუშაობას კარგად აფასებს, 36%-ი საშუალოდ აფასებს, 6%-ი ცუდად აფასებს, 11-მა არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)