|
2017-01-18 12:41:50, 1826 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობამ არჩევნებში მონაწილეობის მიზეზად, მოქალაქეობრივი ვალი დაასახელა
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ არჩევნებში მონაწილეობის მიზეზად, მოქალაქეობრივი ვალი დაასახელა. კერძოდ, კითხვაზე რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობა, 68%-მა განაცხადა, რომ ეს მისი მოქალაქეობრივი ვალია, 12%-მა - იმ პარტიის მხარდასაჭერად, რომელიც ყველაზე ახლოს დგას მათ მოსაზრებებთან, 10%-ის მიზეზია - მათი ხმა, რომ არ გამოეყენებინათ გაყალბებისთვის, 5%-მა - მთავრობის მხარდაჭერა დაასახელა, 3%-მა - მთავრობის შესაცვლელად და 1%-ის მიზეზი კი - სხვებისგან მაგალითის აღებაა. ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)