|
2017-01-18 11:29:35, 1429 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ელექტრონულად ხმის მიცემას მხარს დაუჭერდა
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ელექტრონულად ხმის მიცემას მხარს დაუჭერდა. კერძოდ, კითხვაზე- დაუჭერდით თუარა მხარს ელექტრონულად ხმის მიცემას, როდესაც ხალხი საარჩევნო უბანზე მიდის და ქაღალდის ბიულეტენის მაგივრად, კომპიუტერის მეშვეობით აძლევს ხმას, 59%-მა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერდა, 31%-მა აღნიშნა, რომ არ დაუჭერდა, ხოლო 9% ამბობს, რომ არ იცის. ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)