|
2017-01-18 11:14:51, 1421 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 40% აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მმართველი გუნდი დგას. კერძოდ, კითხვაზე თუ რომელი პარტია დგას თქვენს შეხეულებებთან ყველაზე ახლოს გამოკითხულთა 40%-მა "ქართული ოცნება" დაასახელა. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, "ნაციონალურ მოძრაობა" - 10%-მა დაასახელა, ხმების 3-3% კი "პატრიოტთა ალიანსმა" და "თავისუფალმა დემოკრატებმა" მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები განსხვავდება არჩევნების შედეგებისგან, რომლის მიხედვითაც ქართულმა ოცნებამ საარჩევნო უფლების მქონე მოსახლეობის ხმების 24 პროცენტი მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კი 14 პროცენტი. ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)