|
2017-01-17 17:29:23, 1049 ნახვა
საზოგადოება
ხვალ პრეზიდენტის სასახლეში ფორუმი „ბავშვთა კეთილდღეობის გამოწვევები საქართველოში" გაიმართება
ხვალ პრეზიდენტის სასახლეში ფორუმი „ბავშვთა კეთილდღეობის გამოწვევები საქართველოში" გაიმართება, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ფორუმზე მოწვეულია ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე დონორები, დიპლომატიური კორპუსის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. "ხვალ პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება ფორუმი „ბავშვთა კეთილდღეობის გამოწვევები საქართველოში". ფორუმს პრეზიდენტიდა პირველი ლედი გახსნიან. ფორუმის მიზანია იმ პრობლემატური საკითხების გამოკვეთა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არის სხვადსახვა საჭიროებები სმქონე ბავშვების წინაშე. ფორუმის ამოცანაა დაისახოს ეფექტიანი რეაგირების გზები ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში არსებული პრობლემებზე. ფორუმზე მოწვეულია ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე დონორები, დიპლომატიური კორპუსის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები", - აღნიშნა მან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)