|
2017-01-17 13:42:53, 1190 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკში მედიათეკის მშენებლობა დასრულდა
თბილისის ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკში, რიგით მესამე მედიათეკის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან და ნაძალადევის რაიონის გამგებელ ირაკლი ხელაძესთან ერთად, გაეცნო. მათივე ცნობით, თანამედროვე სტანდარტებით აშენებული და აღჭურვილი შენობამოქალაქეებს კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის კიდევ ერთ, ახალ სივრცეს შესთავაზებს. „აქ წინა ორ მედიათეკასთან შედარებით უფრო დიდი სივრცეა, შესაბამისად, უფრო მეტ ადამიანს მოვემსახურებით. დღეს სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. ახლა მედიათეკის გაერთიანება მას აღჭურვავს და ყველაფერს მოამზადებს, რათა გაზაფხულზე სივრცე გაიხსნას. ამით კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პროექტი გაკეთდა და ნაძალადევის რაიონში მოქალაქეებისთვის კარგი სივრცე შეიქმნა. აქ შეიკრიბებიან ახალგაზრდები, კითხვით დაინტერესებული პირები. შესაძლებელია სხვადასხვა ძალიან საინტერესო ღონისძიების ჩატარება გარე პერიმეტრზე, როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში,“- განაცხადა დავით ნარმანიამ. სამშენებლო სამუშაოები, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით,შ.პ.ს „ბლოკჯორჯიამ“ განახორციელა. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 087 000 ლარი დაიხარჯა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)