19:08 - 07 Jul, 2026
|
2017-01-16 16:07:37, 2967 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა, შესაძლოა, ბირთვული არსენალის შემცირების სანაცვლოდ მოხდეს
ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის პირობას ასახელებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, სანქციების მოხსნა შესაძლოა, ბირთვული არსენალის შემცირების სანაცვლოდ მოხდეს. რესპუბლიკელმა კანდიდატმა ასევე რუსეთის მიერ სირიაში წარმოებული კამპანია გააკრიტიკა. მისი შეფასებით, რუსეთის ქმედებებმა სირია საშინელ ჰუმანიტარულ ვითარებამდე მიიყვანა. ამასთა, დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელიც გააკრიტიკა. ტრამპის თქმით, მილიონობით მიგრანტის გერმანიაში შეშვება კატასტროფული შეცდომა იყო. ტრამპი ვარაუდობს, რომ დიდი ბრიტანეთის მსგავსად, ევროკავშირს სხვა ქვეყნებიც დატოვებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)