20:58 - 21 Jul, 2026
|
2017-01-16 14:40:46, 1120 ნახვა
საზოგადოება
სიღნაღში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - გარდაცვლილია 1, დაშავებულია 5 ადამიანი
სიღნაღში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, დედოფლისწყაროდან სიღნაღისკენ მიმავალი სატვირთო მანქანა სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 276 მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ერთი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)