|
2017-01-14 17:03:52, 1340 ნახვა
საზოგადოება
საგარეო საქმეთა სამინისტრომ საოკუპაციო ხაზთან სიახლოვეს მცხოვრებ ბავშვებს უმასპინძლა
საგარეო საქმეთა სამინისტროში შიდა ქართლის რეგიონში საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ ბავშვებს საახალწლო წარმოდგენაზე უმასპინძლეს. უწყების ინფორმაციით, ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტიდან 56 ბავშვი სამინისტროს ეწვია, სადაც მათ საყვარელი ზღაპრის გმირები და სანტა კლაუსი დახვდნენ. საახალწლო წარმოდგენის დასასრულს ბავშვებს ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლების მიერ სპეციალურად მათთვის შეგროვებული საჩუქრები გადასცეს. პატარა სტუმრებს მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უმასპინძლა. „მოხარული ვარ რომ ასეთი ძვირფასი სტუმრები გვყავს, მათთან ერთად ვზეიმობთ და ვიზიარებთ ახალი წლის ბედნიერ წუთებს. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი ის სირთულეები, რასაც თქვენ აწყდებით ოკუპაციის გამო. საქართველო მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურად მუშაობს იმისათვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით ეს პრობლემები გადაიჭრას. გილოცავთ ახალ წელს! დარწმუნებული ვარ თქვენი მომავალი იქნება ბედნიერი და წარმატებული", - მიმართა პატარებს მინისტრმა. აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვებისთვის უკვე მეოთხე წელია სისტემატიურად აწყობს სხვადასხვა აქტივობებს და ყოველ წელს მათ სხვადასხვა ღონისძიებებზე მასპინძლობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)