17:14 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-14 11:08:26, 1045 ნახვა

საზოგადოება
საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ ბავშვებს უმასპინძლებს

შიდა ქართლის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი  ბავშვები 14 იანვარს საგარეო საქმეთა სამინისტროს ესტუმრებიან.

საგარეო უწყების ინიციატივით, ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიება გაიმართება. ცნობილი ზღაპრის გმირები მათ კიდევ ერთხელ მიულოცავენ  ახალი წლის დღესასწაულს და  საინტერესო წარმოდგენას შესთავაზებენ.  

ღონისძიების დასასრულს, ბავშვებს ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლების მიერ სპეციალურად მათთვის შეგროვებული საჩუქრები გადაეცემათ.

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ ბავშვებს პირადად უმასპინძლებს.

როგორც ცნობილია საგარეო უწყება საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვებისთვის უკვე მეოთხე წელია სისტემატიურად აწყობს  სხვადასხვა აქტივობებს და ყოველ წელს მათ სხვადასხვა ღონისძიებებზე მასპინძლობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ 19 ტონა ვადაგასული ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
იემენის ჰუსიტების დაჯგუფებამ საუდი არაბეთს საზღვაო ბლოკადა დაუწესა
ლიბერთი Nasdaq Calypso-ს ახალ საერთაშორისო პლატფორმას დანერგავს
ეროვნულმა ბანკმა ირაკლი სესიაშვილის და ძმები პაპაშვილების კომპანიები დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics