|
2017-01-13 15:50:15, 3159 ნახვა
მსოფლიო
BBC - ათასობით დემონსტრანტი დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ჩაშლას გეგმავს
ათასობით დემონსტრანტი 20 იანვარს საპროტესტო აქციის გამართვას და ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩაშლას გეგმავს, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება იტყობინება, აქციის მონაწილეები 12 გამშვები პუნქტის დაბლოკვასა და თეთრ სახლთან გზების გადაკეტვას აპირებენ. აქციის ორგანიზატორის დევიდ ტერსტონის თქმით, მათ "ქალაქში და მთელ ქვეყანაში აჯანყების დანახვა სურთ". დემონსტრანტები სხვა "სიურპრიზებსაც" ჰპირდებიან მოსახლეობას, თუმცა მათი ვარაუდით დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შესაძლოა, კონფლიქტი მოუვიდეთ. მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით აქციის ჩატარებაზე ნებართვა სულ 27-მა საინიციატივო ჯგუფმა მიიღო. ეს რიცხვი სხვა ინაუგურაციებზე აქციების ჩატარების მსურველთა რიცხვს 4-ჯერ აღემატება. არსებული ინფორმაციით, ტრამპის ინაუგურაციას 800 ათასი მაყურებელი დაესწრება. უსაფრთხოებას 15 ათასი ძალოვანი უზრუნველყოფს. დონალდ ტრამპს და მის ადმინისტრაციას აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)