23:28 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-08 14:20:44, 1269 ნახვა

საზოგადოება
სოფელ შორაპანთან საავტომობილო მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კმ-ზე, სოფ. შორაპანთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

როგორც "ექსპრესნიუსს" დეპარტამენტიდან აცნობეს, გზის აღსადგენად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მაშტაბური სამუშაოები გასწია, შესაბამისი სამსახურები უწყვეტად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სტიქიის მოცულობის  მიუხედავად საავტომობილო მოძრაობის უმოკლეს ვადაში აღდგენა.

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს ღამით, სოფ. შორაპანთან  გზის სავალ ნაწილზე ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასა,  რის გამოც, ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალული იყო. ავტოტრანსპორტი გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით ხორციელდებოდა.

გზის სავალ ნაწილზე  ჩამოვიდა 8000-მდე კუბი მიწა-კლდის ნაშალი, საიდანაც 100 ტონამდე დიდი ზომის ქვები იყო, რამაც კიდევ გაართულა სამუშაო პროცესი. ადგილზე მუშაობდა 15 -მდე ერთეული სპეცტექნიკა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, განსაკუთრებული მადლობას  უხდის გაწმენდით სამუშაოებში მონაწილე კომპანიებს: მოვლა-შენახვის კომპანიას „ბორანს“, კომპანია „ტოდინს“, კომპანია „ბლექ სი გრუპს“ და კომპანია „ბორან მაინინგს“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
„საქართველო პირველ რიგში“ ოპოზიციას ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას ურჩევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics