17:55 - 07 Jul, 2026
|
2017-01-08 11:55:59, 2933 ნახვა
მსოფლიო
მექსიკაში ნავთობის გაძვირების გამო გამართულ აქციებს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
მექსიკის დედაქალაქ მეჰიკოში, ბენზინის ფასების 20%-ით ზრდის გამო ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გაძვირებული ფასები ძალაში 1-ლი იანვრიდან შევიდა. ამასთან, რეგიონებში გამართული აქციები მასობრივ არეულობაში გადაიზარდა, რომლის შედეგადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა. ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში ასობით მაღაზია და ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს, რის გამოც 1500-ზე მეტი მოქალაქეა დაკავებული. ცნობისთვის, მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ მოსახლეობას მოუწოდა, ბენზინის ფასების ზრდის ფაქტს გაგებით მოეკიდოს. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი გარდაუვალია და ნავთობის მსოფლიო ფასების ზრდის შედეგია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)