17:54 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-08 11:32:08, 2644 ნახვა

მსოფლიო
ჩრდილოეთ სირიაში აფეთქებას 43 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ააზაზში აფეთქებას სულ მცირე 43 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC-ი იუწყება. 

მედია საშუალების ცნობით, აფეთქება ქალაქის სასამართლოს შენობასთან მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტოსადგომზე მდგარ ავტომობილში იყო ჩამონტაჟებული.

ამასთან, თურქული სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, ააზაზში აფეთქებას 60 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის რამდენიმე სირიელი ამბოხებული, დანარჩენი კი მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.

თურქეთის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ააზაზს სირიელი ოპოზიციონერები აკონტრლებენ. ქალაქი სირიის თავისუფალი არმიის მთავარი დასაყრდენია. ბოლო პერიოდში ააზაზის დაკავება დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა რამდენჯერმე სცადეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics