|
2017-01-08 10:33:03, 2109 ნახვა
Lifestyle
ლევან გაჩეჩილაძის შვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებულ ინციდენტში მონაწილეობდა
ლევან გაჩეჩილაძის შვილი რატი გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებულ ინციდენტში მონაწილეობდა, - ამის შესახებ რატი გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, ის თავად აპირებს შესაბამის უწყებაში ადვოკატთან ერთად გამოცხადდეს. „ღიად ვაცხადებ: ეს შემთხვევა, რომელიც რესტორან Dinning room- ში მოხდა, იყო ჩემი რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან. ჩემს გარდა იმ ინციდენტში არ მონაწილეობდა არავინ. ცხადია, მისი მამის გარდაცვალების შესახებ არ ვიცოდი და არც შეიძლება მცოდნოდა. ადვოკატთან ერთად დღესვე, მე თვითონ გამოვცხადდები შესაბამის უწყებაში“, - წერს რატი გაჩეჩილაძე. ცნობისთვის, მომხდართან დაკავშირებიტ გამოძიება სსსკ-ის 126-ე მუხლი მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)