|
2017-01-07 02:18:11, 3011 ნახვა
მსოფლიო
სროლა მაიამის აეროპორტში - დაიღუპა 5 ადამიანი, 9 კი მძიმედ დაშავდა
შტატ ფლორიდაში მდებარე ერთ-ერთ აეროპორტში სროლა იყო, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, 9 კი მძიმედ დაშავდა, - ამის შესახენ ინფორმაციას ABC NEWS-ი ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, ”Fort Lauderdale-Hollywood”-ის აეროპორტში თავდამსხმელმა ცეცხლი საბაჟო ტერმინალთან გახსნა, რომელსაც უსაფრთხოების სამსახურები არ აკონტროლებდნენ. როგორც მედია წერს, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ერთი ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელს თანამზღახველები არ ჰყავდა. სააგენტო Tass-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ალიასკის შტატიდან ერთ-ერთი რეისით ჩამოვიდა და იარაღი ხელჩანთაში ჰქონდა. მაიამის აეროპორტში ავიარეისების ნაწილი დროებით გადაიდო. თავდასხმის მიზეზები უცნობია. გამოძიების ინფორმაციით, ასევე უცნობია იყო თუ არა მომხდარი ინციდენტი ტერორიზმის აქტი. ამასთან, სოციალურ ქსელ Twitter-ში, თვითმხილველმა ვიდეო ატვირთა, სადაც ერთ-ერთი დაღუპულის ცხედარი ჩანს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)