|
2017-01-06 16:50:17, 2948 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი: თურქეთის უსაფრთხოება იწყება ალეპოში, იდლიბში, ბათუმში, ბალკანეთში
ვერავინ შეძლებს თურქეთის ერთიანობისა და მთლიანობის განადგურებას, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა. როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ძალები, რომლებსაც არ შეუძლიათ თურქეთი ღიად გამოიწვიონ, მალულად მოქმედებენ. „საინტერესოა ის, რომ ვინც ადრე თურქეთს ურცხვად ბრალს დებდა „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლაზე უარის თქმაში, დღეს ანკარასგან ითხოვს ანტიტერორისტული ოპერაციის შეწყვეტას. მაგრამ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს გზას“, - აღნიშნა ერდოღანმა. პრეზიდენტის თქმით, თურქეთი ეროვნული უსაფრთხოების პრობლემებს თავიდანვე თვითონ წყვეტდა, თუმცა მანვე დასძინა, რომ უსაფრთხოება არამხოლოდ შიდა არამედ გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული. „ჩვენ ძირშივე უნდა გავანადგუროთ თურქეთის მიმართ საფრთხეები. ერთი წუთითაც არ უნდა დავივიწყოთ, რომ თურქეთის უსაფრთხოება არა გაზიანთეფის, ჰათაის, ყარსის ან ართვინის პროვინციებში იწყება, არამედ სირიის ალეპოში, იდლიბში, კვიპროსზე, ნახიჩევანში, ბათუმში, ბალკანეთში“, - განაცხადა რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა. მისივე განმარტებით, ტერორისტები და მათი თანამზრახველები თავიანთ მიზნებს ვერ მიაღწევენ და თურქეთში ნაციონალური ან რელიგიური შუღლის გაღვივებას ვერ შეძლებენ. „ცდილობენ თურქეთი მუხლებზე დააყენონ. ტერორისტები ჩვენ ყველა მხრიდან გვიტევენ. მტრები ცდილობენ თურქ ხალხს ზურგში დანა ჩასცხონ. ასეთი თამაშები არ გაუვათ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)