03:41 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-06 16:22:19, 1211 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევში დიდი ჯიხაიშის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში დიდი ჯიხაიშის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია გრძელდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით,  ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“- ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მთლიანად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელი, რის შემდეგაც დაიგება ასფალტის საფარი.

მათივე ინფორმაციით,  სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.

გამგებელმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“- ს კონტრაქტორი კომპანიის ხელმძღვანელებისგან პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

დიდი ჯიხაიშის ქუჩის ფართობი 10 010 კვ.მ-ია. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 1 475 500 ლარს შეადგენს.

პროექტის მიხედვით, მთლიანად გაიმართება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა - ახლით იცვლება 3 900 გრძივი მეტრი წყალსადენის მაგისტრალური მონაკვეთი და წყალარინების 2 500 მეტრი სიგრძის ქსელი.

ასევე მონტაჟდება ევროსტანდარტების ჩამკეტ-მარეგურებელი ურდულები და ჭები.

მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციას„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  მარტში დაასრულებს, რის შემდეგაც სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია გააგრძელებს და ქუჩაზე მთლიანად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.

(NS) 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics