|
2017-01-05 16:06:08, 2501 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტის მომავალი პრეზიდენტი, შესაძლოა, ანტონიო ტაიანი გახდეს
ევროპარლამენტის მომავალი პრეზიდენტი, შესაძლოა იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის მეგობარი, ანტონიო ტაიანი გახდეს, - ამის შესახებ „რია-ნოვოსტი" წყაროზე დაყრდნობით იუწყება. არსებული ინფორმაციით, ასამბლეის ახალი ხელმძღვანელის არჩევნები 17 იანვარსაა დაგეგმილი და ფარული კენჭისყრით გაიმართება. როგორც მედია წერს, ანტონია ტაიანი ამჟამად ევროპარლამენტში ყველაზე დიდი ფრაქცია "ევროპელი ხალხის პარტიის" თავმჯდომარეა. ცნობისთვის, ანტონიო ტაიანი ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. "ყველაზე მეტი შანსი ამ ეტაპზე ტაიანის აქვს. სხვა რეალური კანდიდატები არიან: ჯანი პიტელა, ევროპელი სოციალის-დემოკრატების ფრაქციიდან და ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნი ვერქოფშტადთი, რომელიც ევროპარლამენტის ფრაქცია "ევროპელი ლიბერალ-დემოკრატების" თავმჯდომარეა", - აღნიშნავს წყარო. მისივე ინფორმაციით, ანტონიო ტაიანის ფრაქციას ევროპარლამენტში 751 მანდატიდან - 216 აქვს, ჯანი პეტელას ფრაქციას - 189, ხოლო ბელგიის ყოფილ პრემიერს - 69. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის მოქმედმა პრეზიდენტმა მარტინ შულცმა პოსტის დატოვების შესახებ გასული წლის ნოემბერში განაცხადა. ამასთან, შულცმა აღნიშნა, რომ გერმანიაში 2017 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)